საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ წერეთელში, ალგეთსა და თამარისში არსებული 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით სოფელ წერეთლის მემორიალთან, ამ დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი გაიმართა; ასევე, გამოიფინა 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტო მასალა.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარმა სისხლიანმა მოვლენებმა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.