საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შესარჩევი კონკურსი
მარნეულის მერიაში „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართა.
მარნეულის მერიაში „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართა.
შერჩეულმა აპლიკანტებმა გასაუბრება სპეციალურად შექმნილ კომისიასთან გაიარეს. კომისიას მარნეულის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე ხელმძღვანელობდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად ფუნქციონირებს ახალგაზრდული საბჭო, რომელიც მონაწილეობას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული საბჭო ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტებულია 16-დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, არანაკლებ 18 ახალგაზრდისგან.