საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტი უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის კამპანიას მეორედ შეუერთდა

29 მარ, 2022

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, საქართველოს რეგიონებიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი კიდევ ერთხელ გაიგზავნა.

აღნიშნულ ჰუმანიტარულ კამპანიაში, მარნეულის მუნიციპალიტეტი უკვე მეორედ ჩაერთო.

მარნეულის მერიაში ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზების პროცესს, მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი ადგილზე პირადად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპის ტვირთის შეძენა ნოვრუზ ბაირამის ღონისძიებიდან დაზოგილი თანხით მოხდა. შეგახსენებთ, წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზის ტრადიციულმა დღესასწაულმა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, სოლიდარობის ნიშნად, გალა კონცერტის გარეშე ჩაიარა.

სოლიდარობის კამპანიაში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლებიც ჩაერთნენ. ტვირთი ძირითადად ბავშვთა კვებას და ჰიგიენურ საშუალებებს მოიცავს.

აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შეგროვებული ტვირთის მობილიზება თბილისში, საქართველოს ფოსტის ტერმინალში ხდება, რის შემდეგაც, სახმელეთო გზით უკრაინაში გაიგზავნება.

მარნეულის მუნიციპალიტეტი სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს!

სხვა სიახლეები