საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფელ დიოკნისში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად, სოფელ დიოკნისში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს და ადგილზე შეხვდნენ სოფლის მცხოვრებლებს.
არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტში სამუშაოების ნახევარი დასრულებულია. მიმდინარეობს დასკვნითი ეტაპი, რის შემდეგაც იგეგმება სოფლის შიდა გზების მოწყობა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მშენებლობას ახორციელებს შპს "ბილდინგ დეველოპერი" და პროექტის სახელშეკრულებო თანხა 629 958.41 ლარს შეადგენს.