საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფელ დამიას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში - „ვაჟას შემოქმედება ჩემი კალიგრაფიით“, მიიღეს მონაწილეობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში - „ვაჟას შემოქმედება ჩემი კალიგრაფიით“, მიიღეს მონაწილეობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში - „ვაჟას შემოქმედება ჩემი კალიგრაფიით“, მიიღეს მონაწილეობა, რომლის მიზანს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა წარმოადგენდა. აღნიშნულ კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის მერის მოადგილემ - თემურ შუბითიძემ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მარნეულელ მოსწავლეებს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.