საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“
მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ განხორციელება იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ განხორციელება იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად Mercy Corps Georgia-ს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრაზე, Mercy Corps Georgia-ს წარმომადგენლებმა მერს პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ დეტალები გააცნეს, რომელსაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, აღნიშნული ორგანიზაცია განახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.
შეხვედრას ასვე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია ესწრებოდა.