საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მერიამ იაპონიის საელჩოს გრანტი მოიპოვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა
მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ, ხელი მოაწერეს პროექტს, რომელიც ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას ემსახურება.
ამ საკითხის მიმართულებით აქტიურად მუშაობდნენ მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ეკონომიკური განვითარების განყოფილების თანამშრომლები. პროექტის ფარგლებში მოპოვებული გრანტით შეძენილი იქნება ნარჩენების შემკრები მანქანა, რომელიც მუნიციპალიტეტში დამატებით უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.
იაპონიის საელჩოს მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი საგრანტო თანხა 82 243 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) შეადგენს.
აღსანიშნავია,რომ მარნეული ერთ-ერთია სამ მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც იაპონიის საელჩოს ნარჩენების მართვის მიმართულებით საგრანტო კონკურსის ფარგლებში იაპონიის საელჩოსგან დაფინანსებას მიიღებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის იაპონიის საელჩოს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.