საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულში, მუნიციპალური ავტოპარკი განახლდა

17 მარ, 2022

2021-2022 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდულ იქნა 5 ახალი ,,ისუზუს“ ტიპის ,  ევროპული სტანდარტების, დიზელიზე მომუშავე ავტობუსები, რომლებიც ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. ავტობუსების საერთო ღირებულებამ  1 498 500 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში მუნიციპალიტეტმა ასევე შეისყიდა 5 ერთეული ახალი ავტობუსი. მომავალშიც ეტაპობრივად იგეგმება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, რის შემდეგაც საქალაქო ტრანსპორტის მიმართულებით სრულად დაკმაყოფილდება მოსახლეობის მოთხოვნები.

ამასთან, მუნიციპალიტეტის მერიამ,  შპს „ასპ-გრუპი“-სგან ახალი ნაგავმზიდის ავტომანქანა  შეიძინა და ა(ა)იპ სუფთა მარნეულს გადასცეს, რომლის საერთო ღირებულებამ   239 995 ლარი შეადგინა.

ნაგავმზიდის მანქანით დამატებით, მოხდება მუნიციპალიტეტის კონკრეტული ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა.

რეგიონის და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდის მანქანა დაათვალიერეს. ადგილზე გაესაუბრნენ შ.პ.ს. მარნეულის ავტოპარკისა და ა(ა)იპ სუფთა მარნეულის წარმომადგენლებს.

ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდის მანქანა 2022 წლის მარტიდან შევა ექსპლუატაციაში.

სხვა სიახლეები