საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულში ორგანიზაცია PACE - ის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

10 მარ, 2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე მერიის ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ესტონური ორგანიზაცია  PACE - ის ექსპერტებს შეხვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე მერიის ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ესტონური ორგანიზაცია  PACE - ის ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში,  მარნეულში ახალგაზრდული გამოწვევების, საჭიროებების და სამომავლო ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ნაბიჯი წინ, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართა, ესტონური ორგანიზაცია PACE - ის და ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ _ს  ფარგლებში ხორციელდება. 

პროექტის მთავარ მიზანს არასამთავრობო ორგანიზაციების და ახალგაზრდული მუშაკების შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

სხვა სიახლეები