საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა შპს „ქართლი ტექსტილი“-ის წარმომადგენლებთან

19 მაი, 2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მოადგილეებთან კენან ომაროვთან და ლაშა ლობჯანიძესთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, შპს „ქართლი ტექსტილი“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

მოგახსენებთ, რომ სამკერვალო ფაბრიკა შპს „ქართლი ტექსტილი“ ქალაქ რუსთავში ოპერირებს და ქვემო ქართლის მასშტაბით მოქალაქეებს უზრუნველყობს სამუშაო ადგილებით.
შეხვედრაზე შპს „ქართლი ტექსტილი“-ის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ფაბრიკაში არსებული სამუშაო მდგომარეობა და ვაკანსიები გააცნეს.

ასევე, წარადგინეს პრეზენტაცია დასაქმების პირობების შესახებ, დაარიგეს ბუკლეტები და იმედი გამოთქვეს, რომ მარნეულიდან უფრო მეტი მოქალაქე დასაქმდება აღნიშნულ ფაბრიკაში.

სხვა სიახლეები