საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულში სამუშაო თათბირი გაიმართა

27 აპრ, 2021

მარნეულის მუნციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მოადგილეებთან ლაშა ლობჯანიძესთან და კენან ომაროვთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

მარნეულის მუნციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მოადგილეებთან ლაშა ლობჯანიძესთან და კენან ომაროვთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მარნეულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ და შ.პ.ს. -ის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. თათბირზე, მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტში პანდემიის ახალი ტალღის პრევენციისა და მართვის და მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების საკითხები.

სამუშაო შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის პანდემიის დროს მუნიციპალური სერვისები იქნას გამართულად, დროულად და ეფექტურად მიწოდებული.

სხვა სიახლეები