საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

საკრებულოს სხდომა

30 დეკ, 2017

29 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში მიმდინარე წლის ბოლოს სხდომა გაიმართა.

29  დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში მიმდინარე წლის ბოლოს სხდომა გაიმართა.

საკრებულომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი, რომელთაგან ყველა დადებითად გადაწყდა.

სხდომამ დაამტკიცა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის, ბიუჯეტი და განიხილა შემდეგი საკითხები, რომელიც შეეხებოდა  ფრაქციების დაფუძნებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის  საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 2018–2022 წლების სამოქმედო  გეგმას და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანმდებობის - რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებას.

სხვა სიახლეები