საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

12 იან, 2018

მიმდინარე წლის 11 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე უძღვებოდა.

მიმდინარე წლის 11 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე უძღვებოდა.

სხდომაზე დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს, რომელთაგან ერთი საკითხი -  2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს ეხებოდა, ხოლო მეორე საკითხად წარმოდგენილი იყო მუნიციპალურ შპს „სოფ.წყალს“ და შპს „სოგურს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების დოკუმენტი.

დეპუტატებმა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს.

11 იანვრის საკრებულოს სხდომას,  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი ესწრებოდა.

სხვა სიახლეები