საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

გამგეობის თათბირი

18 იან, 2016

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თათბირი გაიმართა, სადაც გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, მისმა მოადგილეებმა თემურ ბერიძემ, ქამანდარ ისმაილოვმა, გამგეობის სამსახურის უფროსებმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა, გასული კვირის განმავლობაში გაწეული სამუშაოები შეაჯამეს და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.

თათბირის ძირითად თემას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის 100% –იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, დამსწრეთათვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

როგორც გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა თათბირზე განაცხადა, წლებია თვითმმართველობაში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, ამიტომ ამ ეტაპისთვის თუ რა ქონებას ფლობს მუნიციპალიტეტი ბუნდოვანია, რისთვისაც პროცესის დაწყება მნიშვნელოვანია.

ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ დასკვნას, თვითმმართველობაში შექმნილი სპეციალური კომისია დადებს.

სხვა სიახლეები