საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

გამგეობის თათბირი - 10.03.2016

10 მარ, 2016

დღეს, 10 მარტს გამგებლის მოადგილეებმა თეიმურაზ ბერიძემ და ქამანდარ ისმაილოვმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან თათბირი გამართეს.

დღეს, 10 მარტს გამგებლის მოადგილეებმა თეიმურაზ ბერიძემ და ქამანდარ ისმაილოვმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან თათბირი გამართეს.


თათბირის ძირითად საკითხს ნოვრუზის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები წარმოადგენდა. სამუშაო შეხვედრის დამსწრეებმა დეტალურად გაირეს ღონისძიების საკითხები და მიიღეს კონკრეტული დავალებები. მოადგილეებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს ღონისძიებაში მაქსიმალურ ჩართულობისკენ მოუწოდეს.

ასევე , თათბირზე ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხს სარწყავი წყლის სისტემა წარმოადგენდა. დამსწრეებმა დაასახელეს მათ ტერიტორიულ ერთეულში არსებული პრობლემები და დასახეს მოგვარების გზები, რათა სოფლის მოსახლეობას საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები გაუმარტივდეთ.

სხვა სიახლეები