საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

თათბირი 6.03.2018

06 მარ, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მერმა ყურადღება გაამახვილა უნებართვო მიწათსაგრებლობასა და ცენტრალურ გზაზე ჯიხურების, დახლების ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟის ან/და განთავსების საკითხებზე. მერმა წარმომადგენელბს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თითეული მოქალაქის მაქსიმალური ინფორმირება და დაუყონებლივი რეაგირება დაავალა.

„დღევანდელ შეხვედრაზე განხილული საკითხები მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან სამწუხაროდ უნებართვოდ მიწათსარგებლბის ფაქტები დღემდე ფიქსირდება. ასევე, თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას საძოვრების პრობლემა აქვს. მოსახლეობის ნაწილი კი იმ მიწების პრივატიზებას ითხოვს, რომელიც სახელმწიფო ბალანსზეა, შესაბამისად საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თვითმმართველობის დონეზე ვერ მოხდება. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ამ ეტაპზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილზე დეტალურად შევისწავლით საკითხს და კომპტენციის ფარგლებში მოვახდენთ რეაგირებას.

ასევე, მნიშვნელოვანია ცენტრალური გზის ნაპირებზე ჯიხურების, დახლების ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი ან/და განთავსება, რომლებიც ე.წ სავაჭრო პუნქტებადაა ქცეული და გარდა იმისა, რომ ამახინჯებს იერსახეს, ასევე ქმნის ანტისანიტარიას. შეიძლება ითქვას, რომ იქ გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიშია. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვტილება, კანონის ჩარჩოში მოვაქციოთ მსგავსი ნაგებობები. მერიის შესაბამისმა სამსახურმა, გასწია საკმაოდ დიდი სამუშაო, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათ პირდაპირი კომუნიკაციით გააფრთხილეს მოსახლეობა და მათ საკითხის მოსაგვარებლად მიეცათ გონივრული ვადა. ვადის გასვლის შემდგომ კი მოხდება არსებული უკანონო ნაგებობის დემონტაჟი, “ –განაცხადა თემურ აბაზოვმა.

თათბირზე, ასევე მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა და განიხილა ტერიტორიულ ერთეულში არსებული პრობლემები და მოგვარების გზებზე იმსჯელა.

სხვა სიახლეები