საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელებს შეხვდა და სამუშაო თათბირი გამართა.

თათბირზე, მერიის ხელმძღვანელმა პირებმა, ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების დირექტორებისგან მუშაობის პროცესში გამოვლენილი პრობლემები მოისმეს და მათ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
მერის თქმით, სამუშაო შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისები იქნას გამართულად, დროულად და ეფექტურად მიწოდებული.