საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მერიის გაფართოებული თათბირი (23.10.2018)

23 ოქტ, 2018

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ მოადგილესთან, ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, გაფართოებული სამუშაო თათბირი ჩაატარა, რომელსაც მერიის სამსახურის უფროსები, განყოფილების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მუნიციპალური ა(ა).ი.პ–სა და შ.პ.ს–ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ მოადგილესთან,  ლაშა ლობჯანიძესთან ერთად,  გაფართოებული სამუშაო თათბირი ჩაატარა, რომელსაც მერიის  სამსახურის უფროსები, განყოფილების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მუნიციპალური ა(ა).ი.პ–სა და შ.პ.ს–ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


ზაურ ტაბატაძემ, შეხვედრაზე მყოფ ყველა სამსახურის უფროსისგან, მუნიციპალური ა(ა).ი.პ– სა და შ.პ.ს–ს ხელმძღვანელებისგან მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა. ამის გარდა, თათბირზე მერის წარმომადგენლებმა, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც და მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრეს.


სამუშაო თათბირი ძირითადად კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც მერიის ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტში, არსებული მდგომარეობა შეაფასეს და სამომავლო გეგმები დასახეს.


აღსანიშნავია, რომ  დღევანდელ თათბირს ესწრებოდა მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში - EPIC პროგრამის წარმომადგენელი, რომელმაც თათბირზე  დამსწრეებს  დეტალური ინფრომაცია მიაწოდა პროექტის მიზნებისა და განხორციელების ეტაპების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რომლის მიზანია  დაინტერესებული პირებისთვის ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარების განვითარება და საუკეთესო ბიზნეს გეგმის მქონე მონაწილეების დაფინანსება.


პროგრამა  ხორციელდება გერმანიის ფედერალური მთავრობის (GIZ) ხელშეწყობით. სამიზნე ლოკაციებია: მარნეული, თბილისი, ფოთი, ზუგდიდი, წალენჯიხა და სენაკი. პროგრამა მოიცავს  რამდენიმე მიმართულებას, რომელთაგან მარნეულში განხორციელდება: - EMPLOYMENT SHUTTLE დასაქმების პროგრამა, - EENTREPRENEURSHIP SHUTTLE მეწარმეობის პროგრამა. ბიზნეს იდეის წადგენა შეუძლია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.

სხვა სიახლეები