საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ლაშა ლობჯანიძე არსებულ პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ლაშა ლობჯანიძე არსებულ პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა.
„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მარნეულელს, ჩემთვის პატივი იყო ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე სამსახური. ყოველთვის ვცდილობდი მარნეულის სადარაჯოზე ყოფილიყავი და თითოეული მოქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე სწორი ნაბიჯები გადამედგა. მადლობა მერიის თანამშრომლებს და ხელმძღვანელ პირებს. მე ყოველთვის მარნეულის გულშემატკივარი ვიქნები“ - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ.
სამუშაო შეხვედრაზე სადაც მერის მოადგილე თანამშრომლებს დაემშვიდობა ესწრებოდნენ მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თვამჯდომარე, ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწუმენბულის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი, მერის მოადგილე კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მადლობა გადაუხადეს ლაშა ლობჯანიძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვეს, ხოლო მერის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე როინ დეკანოიძე წარადგინეს.
მოგახსენებთ, რომ როინ დეკანოიძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ადგილობრივი კადრია.
“მიხარია, რომ შევუერთდი თქვენს გუნდს. მზად ვარ ჩემი შრომითა და პროფესიონალიზმით წვლილი შევიტანო ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობის პროცესში. იმედი მაქვს მუნიციპალიტეტის განვითარების გზაზე ერთად გავუმკლავდებით გამოწვევებს და მივაღწევთ უფრო მეტ წარმატებას. მადლობა ნდობისთვის“ - განაცხადა, როინ დეკანოიძემ.