საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში სპექტაკლის „აირწინაღი“ პრემიერა შედგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენაზე, გოჩა ხვიჩიას რეჟისორობით სპექტაკლის „აირწინაღი“ პრემიერა გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენაზე, გოჩა ხვიჩიას რეჟისორობით სპექტაკლის „აირწინაღი“ პრემიერა გაიმართა.
აღნიშნული სპექტაკლი ადრეული ქორწინებისა და მისი უკუშედეგების შესახებ, ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაიდგა.
სპექტალ „აირწინაღი“-ში დასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ნაადრევი ქორწინების შედეგად არის განპირობებული.
ნების საწინააღმდეგო ქორწინება, ჩამორთმეული განათლების მიღების უფლება, შეზღუდული პიროვნული განვითარების შესაძლებლობა, სოციალური იზოლაცია, სიღარიბის ფემინიზაცია, გენდერული დისკრიმინაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი-პატარა გოგო მძიმე ისტორიით, რომელიც ადრეული ქორწინების მსხვერპლია. სწორედ ეს თემები წამოიწია რეჟისორმა სპექტალკში და კიდევ ერთხელ შეახსენა მაყურებელს ადრეული ქორწინების მანკიერი შედეგები.
სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაირა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
კამპანიის ფარგლებში მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ასევე გაიმართა შეხვედრა თემაზე „ადრეული ქორწინების მიზეზები და შედეგები“, კულტურის სახლის ფოიეში კი მოეწყო სტუდია „ქელას“ თემატური ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავდა ადრეული ქორწინების შედეგებს.