2014-11-04
4 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სავალან მირზოევთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელ ზაურ დარგალთან ერთად პირველი გასვლითი შეხვედრა გამართა.
ვრცლად
2014-11-04
მუსლიმთა სამყარომ აშურას დღე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რაიონის მასშტაბით მდებარე ხუთ მეჩეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო კოლექტიურ ლოცვასა და სამგლოვიარო საგალობლებს.
ვრცლად
2014-11-01
დღეს ქ. მარნეულის მოსახლეობას, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამედიცინო ცენტრის "გიდმედის" ერთობლივი ძალისხმევით უფასო სამედიცინო გამოკვლევა-კონსულტაციები, ჩაუტარდათ.
ვრცლად
2014-10-31
31 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაო ვიზიტით თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის „European Tobacco Baku“- ს გენერალური მენეჯერი პიერ კროიზერი და ქარხნის დირექტორი ელშად ნადიროვი იმყოფებოდნენ.
ვრცლად
2014-10-31
1. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის #24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ./მომხს. ვ. მამედოვი/
ვრცლად
2014-10-31
მარნეულის მუნუციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება 2014 წლის 3 ნოემბერს 11:0 საათზემარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი
2014-10-31
31 ოქტომბერს ქალაქ მარნეულში რუსთაველის #14 ნომერში ახლად აშენებული „სასტუმრო Gold“ საზეიმოდ გაიხსნა. სასტუმროს გახსნას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, პრემიერ მინისტრის თანაშემწე სავალან მირზოევი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ვრცლად
2014-10-31
ქალაქ მარნეულში 2014 წელს, გარე განათების მოწყობა- რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84.999 ლარი დაიხარჯა.
ვრცლად
2014-10-30
30 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მისი მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში იმყოფებოდნენ, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამაჩაბლოდან, დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობიდან დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცვნენ მათ პრობლემებს. შაუმიანის დასახლებაში 187 ოჯახი.
ვრცლად
2014-10-30
წელს მარნეულის მუნიცილაპიტეტში სოფლებთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონი დაიგო - სოფელ ყულართან, ბეგლიართან, თამარისთან მისასვლელ გზებზე, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ წერეთლის შიდა გზას.
ვრცლად
2014-10-29
29 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტრადიციული თათბირი გაიმართა, სადაც გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
ვრცლად
2014-10-29
29 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სამუშაო ვიზიტით, ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტო დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებიც ამავდროულად არიან ირან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებიც. სტუმრებთან შეხვედრას ესწრებოდნენ-მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ალი მამედოვი, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევიდა მისი მოადგილე ვალერი მეტრეველი.
ვრცლად
2014-10-24
24 ოქტომბერს, მარნეულში, სპორტული ცენტრის ATA - HOLDING - ის დარბაზში ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამფუძებლის, სპორტის დამსახურებული მუშაკის თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი IV ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ჭიდაობა-ძიუდოში, 2000-2001 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. შეჯიბრში მონაწილება მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 12 გუნდმა.
ვრცლად
2014-10-24
მარნეულის ჩაის სახლში მოსახლეობისთვის შეშის მომარაგების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, პრემიერ მინისტრის თანაშემწე სავალან მირზოევი და ქვემო ქართლის სატყეო დეპარტამენტის უფროსი გიორგი კიპაროიძე ესწრებოდნენ.
ვრცლად
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მივიდნენ
2014-10-24
24 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები მარნეულის კულტურის სახლის ეზოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ვრცლად
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
591
აპრ 22 ოთხ 2020
15750
აპრ 22 შბ 2017
28986
იან 09 ორშ 2017
28537
აგვ 30 სამ 2016
30545
აგვ 27 შბ 2016
29810
სექ 02 პარ 2016
28239
აგვ 26 პარ 2016
27747
აგვ 30 სამ 2016
25870
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |