სიახლეები
მარნეული სოლიდარობის ფონდს შეუერთდა
04 ნოემ 2014
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოჩიშვილი, გამგეობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, განათლების სამსახურისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანადგომისათვის და გააცნო დეტალური ინფორმაცია დღეისათვის ფონდის მიერ მობილიზებული რესურსებისა და მხარდაჭერილი ბენეფიციარების შესახებ. მისი განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვისა და სოლიდარობის ფონდის პროგრამებით საქართველოში 22-წლამდე ასაკის ონკოლოგიურ პაციენტთა დაფინანსების პრობლემა უკვე გადაჭრილია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით სოლიდარობის ფონდი 2015 წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად შესძლებს პროგრამების გაფართოვებას შეზღუდული შესაძლებლობებისა და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად. როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა განაცხადა დღეისათვის ფონდის მიერ დაფინანსებული 25 ბენეფიციარიდან ერთ-ერთი მარნეულის რაიონში მცხოვრები 6 წლის ბავშვია. მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გამგეობის სახელით მადლობა გადაუხადა ფონდის წარმომადგენლებს და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მინიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები უკვე შეუერთდნენ სოლიდარობის ფონდს, რაც მათ მიერ ყოველთვიური ნებაყოფლობითი მცირე დონაციებით გამოიხატება.
{AG}2014.11.04-solidarobis.fondis.prezentacia{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2669
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
69
აპრ 03 ოთხ 2024
814
აპრ 22 ოთხ 2020
15943
აპრ 22 შბ 2017
29190
იან 09 ორშ 2017
28755
აგვ 30 სამ 2016
30735
აგვ 27 შბ 2016
30011
სექ 02 პარ 2016
28455
აგვ 26 პარ 2016
27931