მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა შაუმიანში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობასთან
30 ოქტ 2014
 
ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას  დევნილი  მოსახლეობის მიერ  ძირითად პრობლემებად  სოციალური,  კომუნალური და ინფრასტრუქტურული  საკითხები გამოიკვეთა.როგორც შეხვედრაზე მინისტრმა    სოზარ სუბარმა  განაცხადა საქართველოში არ დარჩება დევნილთა დასახლება სადაც  არ ჩავა და არ მოინახულებს იქ მცხოვრებ ოჯახებს. მისივე თქმით სამინისტრო აქტიურად მუშაობს დევნილთა პრობლემების გრძელვადიან მოგვარებაზე, რათა მათ ჰქონდეთ შემოსავლის წყარო, საკუთარი საცხოვრებელი ფართი და მიწა, თუმცა მანამდე აუცილებელია მათ წინაშე არსებული ელემენტარული სოციალური პრობლემების სწრაფი  გადაჭრა.მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლმა  მერაბ თოფჩიშვილმა სტუმრებს  მოუთხრო   დევნილთა დასახმარებლად უკვე ჩატარებული სამუშაოების შესახებ  და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სამუშაოებიც  გააცნო.  „აქ მცხოვრებ  დევნილ ოჯახთა  პრობლემებს სიღრმისეულად ვიცნობ.  მე,  მათ წინა შეხვედრის დროს დავპირდი,  რომ ადგილობრივი ხელისუფლება დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აუცილებლად მოვიდოდით, მოვუსმენდით მათ პრობლემებს და მათთან ერთად ვიმსჯელებდით  გადაჭრის გზებზე. ადგილობრივი ხელისუფლება  კომპეტენციის ფარგლებში ვცდილობთ ყველაფერი გააკეთოთ აქ მცხობრები ოჯახების დასახმარებლად.“- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლმა  მერაბ თოფჩიშვილმა.აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის  მიერ დაფინანსდა დევნილთა საცხოვრებელი შენობების გადახურვა და  ასევე სოფელში დევნილთა დასახლებაში ხევზე გადასასველი ხიდის მშენებლობა. {AG}2014.10.30-shekhvedra.devnilebtan{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2744
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2285
სექ 19 სამ 2023
2493
ივლ 05 ოთხ 2023
2629
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
69
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031