28 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე, რიგით მე- 7 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი. ყველა საკითხზე მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება.
დღევანდელ სხდომაზე, ცვლილება შევიდა „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში, რომლის თანახმადაც შემცირდა მუხლი „მერიის საქონელი და მომსახურება“ – 1 000 ლარით და გაიზარდა მუხლი „სხვა ხარჯები“ ამავე ოდენობით, რომელიც მოხმარდება მუნიციპალიტეტის ვალდებულებების დაფარვას და სასამართლოს გადაწყვეტილებების უზრუნველყოფას. ასევე, ცვლილება შევიდა „მარნეულის კულტურის ცენტრის“ არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში, კერძოდ აღნიშნული მუხლიდან, 5 000 ლარი გადატანილია სუბსიდირების მუხლში.
სხდომაზე განსახილველი საკითხებიდან ერთ–ერთი ა(ა)ი.პ. სარაგბო კლუბ „არმაზს“ შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა სარაგბო კლუბმა შეიცვლა სამრთლებრივი ფორმა იგი ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხიმგებლობის მქონე ორგანიზაციად, დღევანდელ სხდომაზე კი ძალადაკარგულად გამოცხადდა ა(ა)ი.პ სარაგბო კლუბი „არმაზის“ დამფუძნებლად მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული, ა.(ა)ი.პ „მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის“ გაწევრების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2017 წლის 10 იანვრის განკარგულება, თუმცა ა.(ა)ი.პ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა კვლავ რჩება შ.პ.ს. სარგაბო კლუბი „არმაზის“ ერთ–ერთ დამფუძნებლად და 20% –იანი წილის მფლობელად.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს, შ.პ.ს „მარნეულის სოფწყალზე“ უსასყიდლოდ უზურფრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ წერაქვში 2 მილსადენისა და სოფელ სიონში ასევე 2 მილსადენის სარგებლობაში გადაცემის საკითხზე.
დღევანდელ სხდომაზე, ცვლილება შევიდა „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და მერიის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტი საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის №12 დადგენილებაში.
სხდომა ბოლო საკითხად საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანაზე იმსჯელა. ცლილების თანახმად საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად ჩამოყალიბდა სტრუქტურული ქვედანაყოფი– ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება.
სხდომას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშროლმები.
საკრებულოს სხდომა
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (28.03.2018)
28 მარ 2018
მნახველთა რაოდენობა: 6127
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
958
აპრ 03 ოთხ 2024
1578
აპრ 22 ოთხ 2020
16738
აპრ 22 შბ 2017
30052
იან 09 ორშ 2017
29549
აგვ 30 სამ 2016
31442
აგვ 27 შბ 2016
30699
სექ 02 პარ 2016
29274
აგვ 26 პარ 2016
28660