დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა გამართა. მიმდინარე წელს დაგეგმილ მე-20 სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი ხელმძღვანელობდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხზე იმსჯელეს და წარმოდგენილთაგან მხარი ყველა საკითხს დაუჭირეს. საკრებულოს სხდომას ასევე ესწრებოდა ახლადარჩეული მერი თემურ აბაზოვი. საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა, დეპუტატებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი საკრებულოს შემადგენლობას წარმატება უსურვა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მოგახსენებთ, რომ მეექვსე მოწვევის საკრებულო, რომელიც 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩა, უფლებამოსილების განხორციელებას უახლოეს პერიოდში შეუდგება.
საკრებულოს სხდომა
მარნეულის მოქმედმა საკრებულომ ბოლო სხდომა გამართა
14 ნოემ 2017
მნახველთა რაოდენობა: 8416
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
953
აპრ 03 ოთხ 2024
1573
აპრ 22 ოთხ 2020
16733
აპრ 22 შბ 2017
30048
იან 09 ორშ 2017
29544
აგვ 30 სამ 2016
31438
აგვ 27 შბ 2016
30693
სექ 02 პარ 2016
29270
აგვ 26 პარ 2016
28655