მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
მერიის თათბირი

 

თათბირი 29.08.2019
29 აგვ 2019
 

არნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო თათბირი გაიმართა. შეხვედრას მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულში, საკრებულოს დეპუტატები და აგრეთვე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც დეტალურად ისაუბრეს ერთ- ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხებოდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკებსა და მათი მართვის გეგმის შემუშავებას მუნიციპალურ დონეზე.

შეხვედრაზე, RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვის და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტმა, შოთა კუბლაშვილმა, დეტალურად განიხილა საქართველოში USAID-ისზრდა პროექტის ფარგლებში შერჩეულ 17 მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული აქტივობები და სამომავლო გეგმები.

პროექტი კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მოიცავს, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პიორების მხრიდან, პროექტის განსახორციელებლად სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოითქვა.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა(Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3791
 
 
 
მერიის თათბირი
აგვ 29 ხუთ 2019
3792
დეკ 13 ხუთ 2018
4953
მარ 06 სამ 2018
5558
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930