მარნეულის მუნიციპლიტეტეტის მერია, 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და 2020- 2023 წლის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების მზნით, აქტიურ რეჟიმში მუშაობს.
აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი აქტივობებისა და კანონით გათვალისწინებული პროცედურების სისრულეში მოყვანის მიზნით, დღეს მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა მოადგილეებთან ზაურ ტანატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
მერიის თათბირს, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები, განყოფილების უფროსები და მუნიციპალური ა(ა) ი პ - ის დირექტორები ესწრებოდნენ.
დღევანდელ შეხვედრაზე, დეტალურად იქნა განხილული პროგრამული ბიუჯეტირების არსი და ამოცანები, რომლის მიზანია სახელმწიფო ხარჯების ეფექტურობის ამაღლება, სახელმწიფო სექტორის დაწესებულებების დაფინანსებისა და მათ მიერ მიღწეული შედეგების ურთიერთკავშირის გაძლიერება.
თათბირის მონაწილეებმა, აგრეთვე იმსჯელეს მოცემული მომენტისთვის, მერიის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე, რომელიც ემსახურება კონკრეტული სფეროს პოლიტიკის გარშემო რეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბებას და მოსახლეობის მხარდაჭერის მობილიზებას.
პროგრამული ბიუჯეტირების პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მუნიციპალიტეტს ამოცანების შესრულების პროცესში მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაცია NDI , სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უცხადებს.
მერიის თათბირი
მერია პრიორიტეტების დოკუმენტსა და 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს
31 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4137
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
954
აპრ 03 ოთხ 2024
1574
აპრ 22 ოთხ 2020
16733
აპრ 22 შბ 2017
30048
იან 09 ორშ 2017
29544
აგვ 30 სამ 2016
31439
აგვ 27 შბ 2016
30695
სექ 02 პარ 2016
29271
აგვ 26 პარ 2016
28656