მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
კონსულტაციები მერის, კენან ომაროვის ბრძანებით განსაზღვრული სამი სამუშაო ჯგუფის მიერ, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს/კონსულტაციებს, სამუშაო ჯგუფებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი და თემურ შუბითიძე ესწრებოდნენ.
კრებებზე ადგილობრივებმა დასახლებების მიხედვით განსაზღვრეს, თუ რა ტიპის პროექტი განხორციელდება 2023 წელს მათ სოფლებში.
მოგახსენებთ, რომ 2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო.