მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი წინამოსამზადებელი სამუშაოები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება - ბ32.32230169-ის საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.
შეგახსენებთ, რომ სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 1 თებერვლიდან დაიწყება და მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.
2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 1 232 000 ლარია გამოყოფილი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023 სიახლეები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, მარნეულის მერიაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
24 იან 2023
მნახველთა რაოდენობა: 733
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
423
აპრ 22 ოთხ 2020
15591
აპრ 22 შბ 2017
28815
იან 09 ორშ 2017
28373
აგვ 30 სამ 2016
30379
აგვ 27 შბ 2016
29668
სექ 02 პარ 2016
28085
აგვ 26 პარ 2016
27587
აგვ 30 სამ 2016
25725