მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2020 სიახლეები

 

სოფლის საერთო კრებები მარნეულში გრძელდება
29 იან 2020
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები კასუმლოს, ალგეთისა და წერეთელის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, კერძოდ, მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიგეგმა - სოფელ დიდსა და პატარა ნორგიულში, სოფელ კასუმლოში, სოფელი აღმამედლოში, სოფელი აზიზკენდში, სოფელი გაჯისაქენდში და სოფელ ყიზილაჯლოში. სასმელი წყლის მილებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ კუშჩუში. სოფელ წერეთელში იგეგმება სარიტუალო სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ხოლო სოფელ ნორგიულში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელს აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელსაც მოსახლეობა დასახლებების მიხედვით ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავს.

სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც ჩატარდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 672
 
 
 
 
 
სიახლეები
2020 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930