მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2020 სიახლეები

 

სოფლის საერთო კრებები მარნეულში გრძელდება
31 იან 2020
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები კასუმლოს, შაუმიანის და სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ კრებებს, სხვადასხვა სოფლებში მარნეულის მერი ზაურ დარგალი დაესწრო.

ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელს აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელსაც მოსახლეობა დასახლებების მიხედვით ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავს.

სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც ჩატარდება.




 
 
მნახველთა რაოდენობა: 3766
 
 
 
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930