ქალაქ მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლაში, ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 160 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიების „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“, ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თეატრალური პერფორმანსი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ფუნქციათა შემსრულებელი, ხანალი კახრამანოვი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გენიალური ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი - ნიკო ფიროსმანი, ახალი სამხატვრო ეპოქის ფუძემდებელი გახდა საქართველოში. იგი დამსახურებულად იკავებს ადგილს ისეთი მხატვრების გვერდით როგორებიც არიან ვინსენტ ვან გოგი, პოლ სეზანი, პაბლო პიკასო, ანრი მატისი და სხვა.
სიახლეები
მარნეულში ნიკო ფიროსმანის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
11 ნოემ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2419
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
431
აპრ 22 ოთხ 2020
15606
აპრ 22 შბ 2017
28830
იან 09 ორშ 2017
28383
აგვ 30 სამ 2016
30393
აგვ 27 შბ 2016
29678
სექ 02 პარ 2016
28094
აგვ 26 პარ 2016
27593
აგვ 30 სამ 2016
25736