მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით 3 შშმ პირი საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა
02 აგვ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, აქტიური სპორტული ცხოვრებით დაკავებული შშმ პირები მარნეულიდან, ტრადიციულ საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ. ბანაკი შშმ პირებისთვის ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით ურეკში გაიმართა.

ურეკის 7 დღიანი ბანაკის ფარგლებში ჩატარდა ჩემპიონატი სპორტის სხვადასხვა სახეობაში: პეინტბოლში, პარაოლიმპიური სპორტის სახეობაში ბოჩა, მჯდომარე ფრენბურთში, მკლავჭიდში, მშვილდოსნობაში, დომინოსა და ნარდში, წოლჭიმში, როგორც გუნდურ ისე ინდივიდუალურ დისციპლინებში.

ჩემპიონატზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, წარმატებით იასპარეზეს მარნეულის წარმომადგენლებმა: შორენა კრაველიძემ, გიორგი მანჯიკაშვილმა და გოჩა კოჩალაძემ.

პროექტის მიზანს წარმოადგენს შშმ პირების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება,  შემეცნებისა და ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1795
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1415
სექ 19 სამ 2023
1659
ივლ 05 ოთხ 2023
1865
 
 
სიახლეები
2024 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829