მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

ფესტივალი „ერთიანი კავაკასია“-ს მესამე დღე
27 აგვ 2016
 

27 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” მესამე დღემ, კრეატიულ, მშვიდობიან, უსაფრთხო და საინტერესო გარემოში ჩაიარა.

ფესტივალის მესამე დღე მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა მოსული სტუმრებისთვის. ტერიტორია სავსე იყო მაყურებლებით, რომლებსაც შეეძლოთ ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში სასიამოვნოდ გაეტარებინათ დრო, დაეთვალიერებინათ სხვადასხვადასხვა თემატიკის კუთხეები, ღია მუზეუმი, დაეგემოვნებინათ კერძები და ენახათ ფილმები, რომელიც ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეების მიერ მომზადდა.
ფესტივალის მესამე დღის აქტივოვბები დილიდან საინტერესოდ დაიწყო. 16:30 საათზე გაიხსნა ვორკშოპების ზონა, მოეწყო CineDoc-Tbilisis მიერ ფილმის ჩვენება და შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე გაიმართა მცირე დისკუსია თემაზე „თავსიუფალი კავკასია -აშშ-სა და ჩრდილოეთ აფრიკის დანახული თვალით“, რომელსაც მოდერაციას უწევდა ალექსანდრე რუსეცკი- კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი. მოწვეული სტუმრები კი გახლდნენ პროფესორი რახმან ბადალოვი, რიკ როთი, მოჰამედ რეფაი და ტუფტენ კუნგა.
მუსიკალური პროგრამის ფარგლებში, მსმენელების წინაშე წარსდგნენ მუსიკალური შემოქმედებითი კოლექტივები Plun Sauce, Dentis Taoba, 1243k, ლელო სითი(Lelocity) და ჰანტერტონი ( Huntertones).
ღონისძიების მსვლელობას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებლი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 11698
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930