ქალაქ მარნეულში აქტიურად მიმდინარეობს 2000 მაყურებელზე გათვლილი UEFA II კატეგორიის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა.
სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
სტადიონის მშენებლობის პროცესი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავჯმდომარემ ამირან გიორგაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილზე დაათვალიერეს.
პროექტს საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 8.1 მილიონ ლარია.
სიახლეები
მარნეულში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი შენდება
04 მაი 2022
მნახველთა რაოდენობა: 3411
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
431
აპრ 22 ოთხ 2020
15606
აპრ 22 შბ 2017
28830
იან 09 ორშ 2017
28383
აგვ 30 სამ 2016
30393
აგვ 27 შბ 2016
29678
სექ 02 პარ 2016
28095
აგვ 26 პარ 2016
27594
აგვ 30 სამ 2016
25736