მარნეულის მუნიციპალიტეტში, დღეს, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე დიზაინის რეკრეაციული სივრცე, ოფიციალურად გახსნა.
ქალაქის ცენტრალური პარკის გახსნის ღონისძიებას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპეციალურად ამ დღისთვის, დაიგეგმა სხვადასხვა სახის კულტურული და საბავშვო-გასართობი აქტივობები.
პროექტის ფარგლებში, მონუმენტური ძეგლი პარკის ერთ-ერთი დომინანტი ნაწილი გახდა. მოეწყო საბავშვო, დასასვენებელი, სარეკრეაციო, შემეცნებითი და სადღესასწაულო ზონები, ამფითეატრი და საპარკინგე სივრცეები. 1 094 328 ლარის ღირებულების პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ მონუმენტურ ძეგლს „კიდევაც დაიზრდებიან“, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, რომელიც ცნობილი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის მიერაა შესრულებული. სკულპტურული ძეგლი კი ქართული ქანდაკების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნამუშევარს წარმოადგენს.
სიახლეები
მარნეულში „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
28 თებ 2020
მნახველთა რაოდენობა: 6346
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
433
აპრ 22 ოთხ 2020
15608
აპრ 22 შბ 2017
28833
იან 09 ორშ 2017
28384
აგვ 30 სამ 2016
30395
აგვ 27 შბ 2016
29679
სექ 02 პარ 2016
28097
აგვ 26 პარ 2016
27597
აგვ 30 სამ 2016
25738