სპექტაკლი მოგვითხრობს მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი სოფლის ამბავს, რომლის მოსახლეობაც კარგად აცნობიერებს, რომ მშვიდობიანი და ბედნიერი თანაცხოვრებისთვის მთავარი ურთიერთგაგება, ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემაა.
ტურნირი მინი ფეხბურთში საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა. სადაც გამარჯვება ქვემო ქართლის მასშტაბით მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
პროექტის წარმომდგენი სუბიექტები არიან:
• მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18-დან - 30 წლამდე საქართველოს მოქალაქე(ები), რომელსაც არ აქვს მოპოვებული პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამისი დაფინანსება ,,დონორის’’ მიერ;
• ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ამ პროგრამის მიზნის შესაბამის პროექტს;
• მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალურ დასს, მორიგი წარმატება მიულოცეს.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის გაზრდას და ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას.
ჩემპიონატი მოლდავეთში ქალაქ კიშინოვში მიმდინარეობს, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მკლავჭიდელმა თამაზ ბოჭოიძემ. მან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარჯვენა მკლავში პირველი ადგილი დაიკავა.
შეხვედრაზე წევრებმა, მიმდინარე ეტაპზე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და განიხილეს საბჭოზე შემოსული 5 საკითხი, რომელზეც დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სხდომას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარე თემურ შუბითიძე ხელმძღვანელობდა.
ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა 8 გუნდმა მიიღო. შეჯიბრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მარნეულის მუნიციპალიტეტში, შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, ოჯახის წევრებმა და გულშემატკივრებმა, ვეტერან ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მარნეულელ ძიუდოისტებს, აეროპორტში, მიღწეული წარმატებები მიულოცეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.
პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების წარმომადგენელთა გაძლიერებას, მათი როლის გაზრდას ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, რაც უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული მმართველობის სტილის დამკვიდრებას.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, სადაც მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ასევე მოეწყო კულინარიული კუთხე.
გამწვანების აქციის ფარგლებში, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ მერიის შენობის მიმდებარედ ნერგები დარგეს. ასევე, კამპანიის ფარგლებში, სოფელ თამარისის, შულავრის და შაუმიანის საჯარო სკოლების ეზოებში დაირგო ნერგები.
პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლობამ, გმინა კობილნიცის მერ ლეშეკ კულინსკის ხელმძღვანელობით, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

















