მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულს ოფიციალური ვიზიტით RP Global-ის წარმომადგენლები ეწვივნენ
06 სექ 2023
 

დელეგატმა ექსპერტებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს, შემდეგ კი მარნეულის N3 საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, სადაც მზის ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაცია მოხდება.

 შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი და თემურ შუბითიძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე, ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ილია ყალაბეგაშვილი და მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის რესპუბლიკის გმინა კობილნიცას შორის 2017 წლიდან მოქმედებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებით თანამშრომლობენ. აღნიშნული ვიზიტი მემორანდუმის ფარგლებში პოლონური მხარის დაკვეთით განხორციელდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1588
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1415
სექ 19 სამ 2023
1659
ივლ 05 ოთხ 2023
1865
 
 
სიახლეები
2024 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829