ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი დაიწყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეებთან ერთად, მარნეულში 26 ივნისს მომხდარი უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდნენ; მოისმინეს მათი საჭიროებები და ერთად განიხილეს პრობლემის გადაჭრის გზები.
2022 წლის 26 ივნისს ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა
ქალაქ მარნეულში 2000 გულშემატკივარზე გათვლილი UEFA II კატეგორიის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალთან, მარნეულის მერ კენან ომაროვთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში, ახალგაშენებულ ბაღში იმყოფებოდა.
30 წლიანი პაუზის შემდეგ, სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემა ამოქმედდ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ააიპ "დემოსის" ორგანიზებით, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ გაიხსნა და პირველი შესარჩევი ტური ჩატარდა.
მარნეულში ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეხვედრები გამართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მულტიკულტურული პროგრამა, სხვადასხვა სახის პერფორმანსები, საფესტივალო სივრცე გაფორმებული იყო ორიგინალური დეკორაციული ფიგურებით.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მერის პირველ მოადგილესთან როინ დეკანოიძესთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - ანდრიუს კალინდრას, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს არტურ ლუდკოვსკის და ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორს ვიდა მონვიდაიტის უმასპინძლა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მერის პირველ მოადგილე როინ დეკანოიძესთან და გულშემატკივრებთან ერთად, ვეტერან ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მარნეულელ ძიუდოისტებს, აეროპორტში, მიღწეული წარმატებები პირადად მიულოცა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
მიმდინარე წლის მაისში, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კობილნიცაში იმყოფებოდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მარნეულში სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვა“-ს ფილიალის გახსნას დაესწრნენ.
2 ივნისს, მარნეულის მერის კენან ომაროვის ინიციატივით და მხარდაჭერით, მარნეულის კულტურის ცენტრში, აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი წარდგა მაყურებელთა წინაშე და ითამაშა სპექტაკლი „მუსიე ჟორდანი და დერვიშ მასტალი შაჰი“.

















