მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლების საკითხებზე
11 ნოემ 2015
 

11 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ორგანიზაცია DVV International-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ადგილობრივ მოქალაქეთა პროფესიული გადამზადების, მათი სხვადასხვა სოციალური კულტურული თუ სამოქალაქო აქტივობების გაზრდის საკითხებზე ისაუბრეს.
ასევე ისაუბრეს, ზრდასრულთა განათლების ცენტრის დაარსების პრაქტიკაზე და გზებზე ქალაქ მარნეულში, რაზეც ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურ მხარდაჭერას პირდება. 
გარდა ამისა, შეხვედრის თემას თვითმმართველობის თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების საჭიროებების საკითხიც წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ევროკავშირის საგრანტო პროგრამის IFS(Istrument for Stability)ფარგლებში DVV International-მა სათემო განათლების ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში დაარსა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2560
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2271
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2613
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
50
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031