მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქველმოქმედო კონცერტი მარნეულში
07 ნოემ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“ (Helping Hand)– ის ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, პროექტის „დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მოხალისეობის გზით“ ფარგლებში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილეებთან ერთად, გამგეობის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები, საჯაროს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. 
გამგებლმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას დაპირდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, ადგილობრივმა ბენდმა „მარნელმა“ და ახალგაზრდა მწერლებმა, რომლებმაც საკუთარი შემოქმედება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას. გარდა ამისა, მოეწყო ხელოვნების პედაგოგის მედეა ჭკადუას ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა -გაყიდვა.
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება სტამბის მოწყობას, სადაც მარნეულში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დასაქმდებიან.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ის მიერ მაკლეინის ასოციაციის მხარდაჭერით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2780
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2271
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2613
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
51
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031