მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი მარნეულში
07 ნოემ 2015
 

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მარნეულში სამაცივრე მეურნეობაც მოინახულეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მოსახლეობას ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორიული საფუძველი გააჩნია.
რეგიონში ქართული ენის შესწავლის საკითხს ილჰამ ალიევიც გამოეხმაურა და კმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ნებისმიერ მსურველს ქართული ენის შესწავლის საშუალება ეძლევა.
„თქვენი სრული ინტეგრაციისათვის აუცილებელია ქართული ენის კარგად ცოდნა. მე მიხარია რომ არა მარტო ბავშვები, არამედ უფროსებიც დადიან და სწავლობენ ენას.
რა თქმა უნდა, თქვენ არ უნდა დაივიწყოთ აზერბაიჯანულიც. აზერბაიჯანი თქვენი სამშოლოა.
დარწმუნებლი ვარ, რომ „სოკარიც“ და სხვა აზერბაიჯანული კომპანიებიც ჩადებენ ინვესტიციებს საქართველოში ქართველებისა და აზერბაიჯანელების კეთილდღეობის განვითარებისათვის“, -აღნიშნა ალიევმა.
ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს და აზერბაიჯანს ახლო, მეგობრული ურთიერთობები გააჩნიათ. „მსურს, რომ თქვენ კარგად ცხოვრობდეთ და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები აქტიურად იყოთ ჩაბმულები ჩვენი ქვეყნების განვითარების საქმეში“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2729
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2271
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2613
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
51
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031