მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის თვითმმართველობა სისხლის უანგარო დონორთა აქციას შეუერთდა
05 ნოემ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებულ სისხლის უანგარო დონორთა აქციაში „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ ჩაერთო.

აქციის ფარგლებში, გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლის ჩაბარება. აქციის ფარგლებში თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, სისხლი ჩააბარეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა.
აქციაში მონაწილე ყველა მონაწილეს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კვლევითი ინსტუტის სახელით მადლობის სიგელი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ უანგარო დონორთა აქციაში მონაწილეობის მიღებით ბევრ პაციენტს მიეცემა შვება და გაუხანგრძლივდება სიცოცხლე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2651
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2271
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2613
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
50
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031