მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონფერენცია -გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის შესახებ
31 ოქტ 2015
 

30 და 31 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალთა ფონდის “ტასო“-ს ორგანიზებით ორდღიანი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის პირველი დღეს, ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა, ერთი ფანჯრის პრინციპით შეხვედრების მოდელი და მიღწეული შედეგები განიხილეს .
მეორე დღე კი - გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების განხილვას დაეთმო. მარნეულის ადგილობრივ თვითმმართველობას საშუალება მიეცა პრეზენტაციის სახით ესაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე იმ თვითთმმართველობებთან ერთად, რომლებმაც გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება წარმატებით დანერგეს. 
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა.
კონფერენციას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, გამგეობის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და თანამშომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოფლად მცხოვრები აქტივისტი ქალები.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების პროექტის იდეის პრაქტიკაში დანერგვით ნოვატორს წარმოადგენს, რისთვისაც პროექტის ფარგლებში გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს და მარნეულის საკრებულოს თავჯდომარის თანაშემწეს გენდერულ საკითხებში ია ესებუას, მადლობის ნიშნად სერთიფიკატები გადაეცათ. 
ღონისძიება ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2594
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2272
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2613
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
52
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031