მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში მიხეილ ჯავახიშვილის 135 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
25 ოქტ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით და მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს სოფელ წერაქვში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის 135 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გამოჩენილი მწერლები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები და მწერლის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება.
მწერლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძებაში მონაწილეობას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობები და ადგილობრივრივი შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ, რომელებმაც გააცოცხლეს ჯავახიშვილის გამორჩეული რომანები და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მარნეულელი მხატვარის მანუჩარ პაპიძისა და ნინი ცარციძის პერსონალური ნამუშევრები და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ფოტოები.
პარალელურად მოეწყო და გამოიფინა მიხეილ ჯავახიშვილის ეპოქის დროინდელი სოფლისა და ქალაქის ეთნო-კუთხეები. ამასთანავე, გამომცემლობა „ინტელექტმა“ მოაწყო წიგნების გამოფენა. 
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიხეილ ჯავახიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი წერილი წაიკითხა. 
დღესასწაული ჯავახიშვილობა, სოფელ წერაქვში, ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნებოდა, თუმცა სამწუხაროდ 1991 წლიდან ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა. წელს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით ეს დღესასწაული აღდგა.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2610
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2271
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2612
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
44
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031