მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თვითმმართველობის თანამშრომლებს ტრეინინგი ჩაუტარდათ
24 ოქტ 2015
 

23 ოქტომბერს, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს, აქტუალურ საკითხებზე ერთდღიანი ტრეინინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“–ს წარმომადგენლები უძღვებოდნენ, თემატურად მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი საკითხებისაგან შედგებოდა. მსმენელებმა მოისმინეს თემები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციების და უფლება-მოვალეობების, ქონებრივი დეკლარაციის არსისა და შევსების წესის შესახებ. სადაც ასევე შეასრულეს პროგრამული ბიუჯეტირების შესახებ პრაქტიკული სავარჯიშოებიც.
ტრეინინგის მიმდინარეობას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილიც გაეცნო. მან ტრენინგის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცედურების შესახებ არსებული მდგომარეობა გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა– საქართველო“ ახორციელებს პროექტს, რომლის ერთ–ერთი მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საჯარო მოსამსახურეების შესაძლებლობების გაძლიერება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2513
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2270
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2612
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
44
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031