მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში მიხეილ ჯავახიშვილის 135 წლის იუბილე აღინიშნება
20 ოქტ 2015
 

დღეს, გამგეობაში მიხეილ ჯავახიშვილის 135 წლის საიუბილეო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეები თეიმურაზ ბერიძე და ქამანდარ ისმაილოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, სადაც განიხილეს ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები და სხვა დეტალები.
გაცნობებთ, რომ ქართველი გამოჩენილი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის 135 წლის იუბილე 25 ოქტომბერს სოფელ წერაქვში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ დღესასწაული ჯავახიშვილობა სოფელ წერაქვში ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნებოდა, თუმცა სამწუხაროდ 1991 წლიდან ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა. წელს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით ეს დღესასწაული აღდგა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2460
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2271
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2613
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
47
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031