მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი – თბილისობის დღესასწაულზე
18 ოქტ 2015
 

„თბილისობა 2015-ის“ ფარგლებში დედაქალაქის ქუჩებში მესამე დღეა სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ჭავჭავძის გამზირზე, კონსტანტინე გამსახარუდიას სახელობის სკვერის წინ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი იყო პავილიონები , რომლის ფარგლებშიც მოეწყო სოფლის ნობათის გამოფენა/გაყიდვა.
დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაზე, მარნეულის მუნიციალიტეტიდან ადგილობრივი ფერმერები იმყოფებოდნენ, რომელთაც საკუთარი მეურნეობებიდან წარმოადგინეს აგრარული პროდუქტი - ბოსტნეული და ხილი. ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ახალგზრდა მეფუტკრეების მიერ წარმოებული თაფლი, რომელმაც თბილისელების დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. თაფლის შეძენის მსურველებს შეეძლოთ იქვე დაეგემოვნებინათ თაფლის სხვადასხვა სახეობა, - ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე, დინდგელი. თბილისობის დღესასწაულზე მონაწილეობა მიიღო მარნეულის სასურსათო ქარხანამაც.
მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი პავილიონი მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, მისმა მოადგილემ, თეიმურაზ ბერიძემ, გამგეობის თანამშრომლება და სოფლის მეურნეობის ქვემო ქართლს რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლებმა მოინახულეს.
"თბილისობა 2015" 16 ოქტომბერს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა და დღეს 18 ოქტომბერს გორგასლის მოედანზე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით გამართული გალა-კონცერტით დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2613
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2271
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2612
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
45
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031