მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა
15 ოქტ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომლის ორგანიზებაც „ქალთა ოთახმა“ უზრუნველყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონები, ომში დაღუპული გმირების მეუღლეები, შვილები და დედები, გამგეობის თანამშრომლები და სხვა დაინტერესბული პირები.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონებს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლმა მერაბ თოფჩიშვილმა და თვითმართველობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. მათ სიტყვით მიმართეს მოწვეულ ქალბატონებს და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მაქსიმალურ ჩართულობაზე ისაუბრეს.
სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წლიდან აღინიშნება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2623
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2238
სექ 19 სამ 2023
2460
ივლ 05 ოთხ 2023
2591
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031