მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგეობაში ეკომიგრანტების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
13 ოქტ 2015
 

დღეს, მარნულის მუნციპალიტეტის გამგეობაში პროექტ „ეკომიგრანტები და პოტენციური ეკომიგრანტების ოჯახების ადვოკატირების კამპანია“–ს ფარგლებში დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ, სადაც პროექტის მიზნებისა და განხორცილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სტიქიის შედეგად დაზარალებული, განსახლებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის მუნიციპალიტეტების მხრიდან მხარდაჭერის პროცედურები, აღრიცხვის სისტემა, „ეკომიგრანთა“ ჩასახლების ადგილებში მცხოვრები ოჯახებისათის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამები და სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანის შემცირების პოლიტიკა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ასევე, ეკომიგრანტთა საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღების/გაუმჯობესების ხელშეწყობა, ეკომიგრანტებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების და პოლიტიკის დოკუმენტების გაუმჯობესების ხელშეწყობა, ადვოკატირების ეფექტური ინსტრუმენტების ამოქმედების ეკომიგრანტების სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტრუმენტების გაუმჯობესების ხელშეწყობა (განსახლება, პრევენცია, ინტეგრაცია, განათლება).
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ეკომიგრანტების ჩასახლებისა და განსახლების ადგილებში, – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლობით, რომლის მხარდამჭრია ევროკავშირი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2565
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2236
სექ 19 სამ 2023
2458
ივლ 05 ოთხ 2023
2586
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031